საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე მდ. ნატანებზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული სახიდე გადასასვლელი გასული საუკუნის 50-60-იან წლებშია აგებული.
პროექტის ფარგლებში, არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. ამ დროისთვის, ბურჯების ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 946737 ლარია.
მდინარე ნატანებზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
08/07/2019