მდინარე მტკვრის კალაპოტის უპრეცედენტოდ მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. მდინარე მტკვარი სპეციალური ტექნიკის საშუალებით იწმინდება წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან, ლაქაშისგან და ა.შ.
აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მდინარე მტკვრის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც ქალაქის ეკოლოგიაზეც დადებითად აისახება.
მდინარე მტკვრის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება
27/02/2017