მდინარე არაგვმა გუდამაყრის ხეობაში დააზიანა საავტომობილო გზა

06/08/2022

დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებებში გასულ ღამეს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გასაცნობად დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე ქვეშეთისა და გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა.
მერი პირველ მოადგილესთან ვასილ წიკლაურთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან გივი ზურაბაშვილთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, შეაფასა მიმდინარე სამუშაოები და არსებული სიტუაციის შესახებ მიიღო ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარე არაგვმა გუდამაყრის ხეობაში დააზიანა საავტომობილო გზა და ელექტროსადენის ბოძები, ხოლო ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გოგნაურებსა და ლაკათხევში, ადიდებულმა მდინარემ ზიანი მიაყენა არსებულ საავტომობილო ხიდებსა და სავალ გზებს. მომხდარი სტიქიის გამო დაზიანდა ფშავ-ხევსურთის საავტომობილო გზებიც და პრობლემა შეექმნა შატილის ჰესის ფუნქციონირებას.

“სტიქიის ზონებში დილიდან ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით და სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება”,- განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0