ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. დღეს სოფელ მახინჯაურის საბავშვო ბაღში სამშენებლო სამუშაოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან თამაზ მურადიშვილთან ერთად გაეცნო.
ობიექტზე სამუშაოებს ტენდეში გამარჯვებული კომპანია „ნევ სტაილ ბილდინგი“ აწარმოებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 363 300 ლარია გამოყოფილი. მახინჯაურის საბავშვო ბაღი 120 აღსაზრდელზეა გათვლილი.
ამჟამად მახინჯაურის საბავშვო ბაღში კაფელ-მეტლახის მოწყობის, წყლის ავზის, წყლის მილებისა და გათბობის სისტემების მონტაჟი, ასევე საევაკუაციო კიბის გაკეთება მიმდინარეობს. ობიექტზე დასაქმებულია ადგილობრივები.
დღეისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 11 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ფუნქციონირებს. მიმდინარე წელს კი 5 საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.
მახინჯაურის ბაღის მშენებლობა აქტიურად გრძელდება
24/06/2016