მაჭახლის ხეობაში ეკლესიის მშენებლობა იგეგმება

22/06/2016

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე და მამა თევდორე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში იმყოფებოდნენ. სამომავლოდ მაჭახლის ხეობაში იგეგმება ეკლესიის მშენებლობა. მამა თევდორემ და გამგებელმა ის ტერიტორია მოინახულეს სადაც იგეგმება ეკლესიის მშენებლობა. ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს მოსახლეობა. დღეს ადგილზე ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატი მაჭახლის ხეობაში გელა მალაყმაძე იმყოფებოდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახლის ხეობაში ეკლესია არასდროს აშენებულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0