მაცხოვრისკარსა და გეზათში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობ

28/07/2016

მაცხოვრისკარსა და გეზათში საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მოხდა ძველი შენობები დემონტაჟი, მომზადდა საძირკველი და დაწყებულია კედლების მშენებლობაც. აბაშის მუნიციპალიტეტს მალე ორი ახლი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ბაღი შეემატება.
ბაღების მშენებლობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში 230 700 ლარია გამოყოფილი. პროექტის შემსრულებელი შპს „ალისაა“ და მშენებლობის პროცესში ადგილობრივ მოსახლეობაა დასაქმებული.
სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილე ვახტანგ გაბელაიამ, გია კუციამ და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა მოინახულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0