გასულ ღამეს მომხდარი სტიქიის შედეგების მონიტორინგის მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ მერის პირველ მოადგილესთან ვასილ წიკლაურთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან გივი ზურაბაშვილთან ერთად სოფელ ზემო მლეთაში მცხოვრები ეკომიგრანტები მოინახულა. მაცაცო ნარიმანიძის განცხადებით, მოსახლეობასთან მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია და ამ ეტაპზე მათ საცხოვრებელ ტერიტორიას საფრთხე არ ემუქრება.
მაცაცო ნარიმანიძემ, სოფელ ზემო მლეთაში მცხოვრები ეკომიგრანტები მოინახულა
07/08/2022