საქართველოს მთავრობამ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში 99 დასახლების (38 000 მაცხოვრებლის) დამატების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
თავდაპირველ ჩამონათვალში, რომელიც 1 582 დასახლებას მოიცავს, აღნიშნული დასახლებები ვერ მოხვდა იმის გამო, რომ საქართველოში არსებული დასახლებების ერთიანი ნუსხა და მათი კრიტერიუმების შესახებ სისტემატიზირებული მონაცემები არ არსებობდა.
დღეისთვის, საჩხერის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსს სულ 12 სოფელი ატარებს, ეს სოფლებია: ნიგვზარა, შომახეთი, მოხვა, ცხომარეთი, პერევი, ბახიოთი, ხვანი, ჯალაურთა, ვაკისა, მოძვი, ცხამი და კორბოული
ამოქმედდა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი:
1. კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაიცემა 100 ლარი, მესამე და შემდგომ ბავშვზე 2 წლის განმავლობაში – 200 ლარი. ამოქმედდა 2016 წლის 1 იანვრიდან
2. სკოლებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეზრდებათ ვაუჩერი. ამოქმედდა 2016 წლის 1 იანვრიდან
3. მასწავლებლებს დაუწესდათ სახელფასო დანამატი არანაკლებ 35%-ის ოდენობით. ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან
4. სპეციალური რეგიონული პროგრამების მონაწილე მასწავლებლებს დაუწესდათ დამატებითი ანაზღაურება ხელფასის არანაკლებ 50%-ის ოდენობით. ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტებრიდან
5. სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს დაუწესდათ 20%-იანი დანამატი. ამოქმედდა 2016 წლის 1 იანვრიდან
6. ანაზღაურდება ელექტროენერგიის ხარჯების 50%. ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან
7. დაწესდა ყოველთვიური დანამატი ექიმებისთვის – პენსიის ორმაგი ოდენობით, ხოლო ექთნებისთვის პენსიის ოდენობით. ამოქმედდა 2016 წლის 1 იანვრიდან
8. მოსახლეობა ზამთრის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება გათბობით. ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან
9. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები, რომელთა შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან. ამოქმედდა 2016 წლის 1 იანვრიდან
10. მეწარმე, ფიზიკური პირები და საწარმოები თავისუფლდებიან საშემოსავლო, ქონებისა და მოგების გადასახადებისგან 10 წლის ვადით. ამოქმედდა 2016 წლის 1 იანვრიდან
11. მიწის ნაკვეთი თავისუფლდება ქონების გადასახადისგან. ამოქმედდა 2016 წლის 1 იანვრიდან.