მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესიაა.

05/10/2017

დღეს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა!
მინდა საქართველოს ყველა მასწავლებელს მივულოცო პროფესიული დღესასწაული.
მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ. ეს ის ხალხია, ვისაც ჩვენ ჩვენი შვილების აღზრდას და მათ მომავალს ვანდობთ.
არასოდეს დამავიწყდება ჩემი მასწავლებლები, რომლებმაც მასწავლეს რა არის პასუხიმგებლობის გრძნობა, რომლებმაც მაგრძნობინეს, თუ როგორ შეიძლება ადამიანის მიმართ ერთდროულად განიცადო დიდი რიდი, პატივისცემა, სიყვარული და ამავე დროს, იყო მათი მეგობარი და ამ მეგობრობამ წლებს გაუძლოს.
მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესიაა.
თანამედროვე სახელმწიფოს წარმატება, მისი მოქალაქეების განათლების ხარისხზეა დამოკიდებული, ამაში კი, მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია. ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო დაფასდეს.
წარმატებული მასწავლებელი, წარმატებულ მოსწავლეებს და წარმატებულ ახალ თაობას ნიშნავს. ეს კი, ჩვენი ქვეყნის – საქართველოს წარმატების საფუძველია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0