მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საუკეთესო პედაგოგებს გამოავლენს

03/07/2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ერთ-ერთ ფინალისტს, სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ლაურა გოტიაშვილს უმასპინძლა. მერმა მასწავლებელს მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. შეხვედრაზე დავით შერაზადიშვილმა ყურადღება ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქართული ენის მნიშნელობაზე გაამახვილა და პედაგოგს მაწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიღება უსურვა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საუკეთესო პედაგოგებს გამოავლენს და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას ეწევა. განათლება ჩვენი სახელმწიფოს განვითარების გარანტია, ამიტომ ამ პროექტის არსებობა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. შარშან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათ საუკეთესო პედაგოგს შორის მოხვდა, რაც დამეთანხმებით ბრწყინვალე შედეგია. მოხარული ვარ რომ წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორისაა ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლაურა გოტიაშვილი, რომელსაც დღეს მადლობის სიგელი და საჩუქარი გადავეცით. მინდა მას ბოლნისში ქართული ენის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო და ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღება ვუსურვო. მთელი მუნიციპალიტეტი ვამაყობთ მისი შედეგით და იმედს გამოვთქვამთ, რომ ქალბატონი ლაურა ჩვენს მხარეს კიდევ არაერთხელ ასახელებს“ , – აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის მფლობელი 5 ოქტომბერს, პედაგოგების მსოფლიო დღეს გამოვლინდება, გამარჯვებულს 10,000 ლარის ოდენობით ფულადი პრიზი გადაეცემა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0