მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ავტოდილერები ხვალ აქციას გამართავენ

25/03/2016

რუსთავის ავტობაზრობის “ავტოპაპას” შესასვლელთან, რუსთავის ბაზრობის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ავტოდილერები ხვალ საპროტესტო აქციას გამართავენ.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ისინი გააპროტესტებენ სახელმწიფოს პოლიტიკას მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის თაობაზე, ასევე განბაჟების სისტემის გაძვირებას და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების უპასუხისმგებლო განცხადებებს, რამაც მათი ბიზნესი გააკოტრა და ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა.
ისინი მიმართავენ ხელისუფლებას, შეიცვალოს პოლიტიკა და მოხდეს მათი ზარალის კომპენსირება. ხელისუფლების გულგრილობის შემთხვევაში ისინი ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებით იმუქრებიან და მიმართავენ რადიკალურ ზომებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0