მარულა 2016-ის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

25/06/2016

მარულა 2016-ის გამარჯვებულები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, საოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ დააჯილდოვეს.
დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სენაკში საცხენოსნო შეჯიბრს, „მარულა 2016“ დაესწრო. ღონისძიება, რომელიც სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ემსახურება, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ცხენოსნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ღონისძიება, „ახალგზრდობის წლის“ ფარგლებში ჩატარდა, შეგახსნებთ, რომ მიმდინარე წელი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა რეგიონში ახალგზრდობის წლად გამოაცხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0