მარტიდან თურქეთის საბაჟო სამსახურთან ელექტრონულ (online) რეჟიმში ინფორმაციის TIR ოპერაციებთან დაკავშირებით გაცვლა დაიწყება

27/01/2016

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა თურქეთის თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრთან, ბიულენთ თუფენქჯისთან ერთად, ხელი მოაწერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის TIR ინფორმაციის ელექტრონულ რეჟიმში გაცვლის – eTIR პილოტური პროექტის შესახებ ოქმს“.

დოკუმენტის მიზანია, გაზარდოს ინფორმაციის ელექტრონული გაცვლა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის საზღვრის ლეგიტიმური გადაკვეთის საკითხებში და მიმართულია ხელი შეუწყოს TIR წიგნაკით მოძრავი ტვირთების საბაჟო პროცედურების გამარტივებას მხარეებს შორის წინასწარ გაცვლილი ინფორმაციის რისკების ანალიზის მეშვეობით.

როგორც აღინიშნა, TIR ინფორმაციის ელექტრონულ რეჟიმში გაცვლის – eTIR პროექტი დადებითად აისახება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებასა და ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე.

შემოსავლების სამსახური გაეროს ტირ სამდივნოს (გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის) შეთავაზებულ გაეროს განვითარების (UNDA) მსოფლიო პროექტში – „განვითარებადი ქვეყნებისთვის და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, მათი შესაძლებლობების გაუმჯობესება საზღვრის ლეგიტიმურად გადაკვეთის, რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის საკითხებში“, 2013 წელს ჩაერთო.

აღნიშნული პროექტი სამწლიანია და მიზნად ისახავს, საბაჟო ადმინისტრაციებს შორის საზღვრის ლეგიტიმური გადაკვეთის საკითებში გაზარდოს TIR ინფორმაციის ელექტრონული გაცვლა.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყება თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურთან ელექტრონულ (online) რეჟიმში ინფორმაციის გაცვლა TIR ოპერაციებთან დაკავშირებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0