მარტვილში 6 სოფლის დამაკავშირებელი ასფალტობეტონის გზა იგება

16/06/2016

მარტვილის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით, სოფელ დიდი ჭყონი-ლედგებე-გურძემი-კიწია-ნოღას დამაკავშირებელი გზის ასფალტობეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდნიარეობს.
აღნიშნული გზა წარმოადგენს უმოკლეს გზას, რომლითაც მარტვილისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები უკავშირდებიან ერთმანეთს.
პროექტის ფარგლებში 3470 მეტრი ასფალტობეტონის საფარი იგება, ასევე მოეწყობა დამხმარე ნაგებობი (ეზოში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემები, მილხიდები და სხვა).
პროექტი, რომლის ღირებულება 617500 ლარია, დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტი 95%, ხოლო ადგილობრივი 5%. სამუშაოზე დასაქმებულია 68 ადამიანი და 25 ერთეული ტექნიკა. ამ ეტაპზე შესრულებულია სამუშაო 30%-ით.
აღნიშნული პროექტის განხორციელებით ისარგებლებს მუნიციპალიტეტის 6 სოფლის დაახლოებით 3000–მდე კომლი და 8000–მდე მოსახლე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0