მარტვილში სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია აქტიურად მიმდინარეობს

10/09/2016

მარტვილის მუნიციპალიტეტის თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის ნაცვლად ახალი საავტომობილო ლითონკონსტრუქციის ხიდი შენდება, რომლის სიგრძე 10 მეტრია, სიგანე 5 მეტრი.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ, გამგებლის მოადგილესთან გიორგი გოროზიასთან და ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან მამუკა კეკელიასთან ერთად დაათვალიერა.
სამუშაოს მონაცემები შემდეგნაირია:
➢პროექტის ღირებულებაა – 88281 ლარი;
➢სამუშაოზე დასაქმებულია -13 ადამიანი და 2 ერთეული ტექნიკა;
➢სამუშაო შესრულებულია – 30%-ით;
➢დაფინანსების წყარო- სახელმწიფო ბიუჯეტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0