მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნახუნაოში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 3 357 მეტრზე ასფალტო-ბეტონისსაფარი დაიგება. პროექტი ასევე ითვალისწინებს სავალ ნაწილზე და ეზოების მისასვლელებთან წყალსაწრეტი მილების და რკინა–ბეტონის კიუვეტების მოწყობას.
ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 879 909 ლარს შეადგენს. გეგმის თანახმად, სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილის თვეში დასრულდება.
მარტვილში ნახუნაოს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
30/01/2019