მარტვილში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

12/04/2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლთან ალექსანდრე გრიგალავასთან და გამგებლის მოადგილე გიორგი გოროზიასთან ერთად მარტვილში, მშვიდობის ქუჩის II შესახვევში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძართან მისასვლელი 542 მეტრი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში დაიგება, ასფალტობეტონის საფარი, ასევე მოეწყობა გზის დამხმარე ნაგებობები. პროექტს ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
პროექტის ღირებულებაა – 441470 ლარი;
სამუშაოს ასრულებს შპს ,,გზამშენებელი -13“;
სამუშაოზე დასაქმებულია – 15 ადამიანი;
ამ ეტაპზე, შესრულებულია სამუშაო 25 % -ით;
სამუშაოს დასრულების თარიღია – 07.05.2016 წელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0