მარტვილი ღვინის დღეები ცენტრალურ პარკში გალა კონცერტით დასრულდა

12/10/2023

დღეს მარტვილი ღვინის დღეები ცენტრალურ პარკში გალა კონცერტით დასრულდა, სადაც ნატო გელაშვილმა, ძმებმა ჭოხონელიძეებმა, მირზა მოდებაძემ და ზუკა ხუციშვილის ბენდმა იმღერებეს. ღონისძიება ქვეყნის მასშტაბით მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით წელს მეორედ იმართება. კონცერტამდე ღვინის დღეების ფარგლებში ადგილობრივი ღვინის, ყველის, თაფლის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, ღონისძიებაზე ცალკე სივრცე დაეთმო ბავშვებისთვის შემეცნებით აქტივობებს. მარტვილის ცენტრალურ პარკში დღის განმავლობაში შესრულდა ქალაქური სიმღერები.
მარტვილში გამართულ ღვინის დღეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0