მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო:
წყალგაყვანილობა და კანალიზაცია;
შიდა ელექტროობა;
ტიხარი სამშენებლო ბლოკით;
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები;
შეიღება შიდა და გარე კედლები;
მოეწყო ლამინატი, კაფელი და მეტლახი, ასევე პანდუსი.
პროექტის ღირებულება 56 640 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,დამბა“- მ შეასრულა. სამუშაოზე დასაქმებული იყო – 12 ადგილობრივი.
დასრულებული სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ გიორგი გოროზიამ დაათვალიერა.
საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა
06/10/2017