მარნეულში საქართველოს ფოსტის რიგით 15 განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა
დღეს, ქალაქ მარნეულის № 45–ში, საქართველოს ფოსტის რიგით 15 განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა. დღეიდან მარნეულის მოსახლეობას, საშუალება ექნება აღნიშნულ სერვის ცენტრში, უნივერსალური მომსახურებით ისარგებლონ.
სერვის ცენტრის გახსნის ცერემონიალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სერვის ცენტრში 12 ადგილობრივია დასაქმებული.
ვინაიდან ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ავეჯით და ტექნიკით, იგი უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის მაქსიმალური კომფორტის შექნას.
მარნეულში საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრი გაიხსნა
13/05/2016