მარნეულში სამედიცინო აქცია გაიმართა

18/12/2017

ქალაქ მარნეულში, უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ა. ღვამიჩავას ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი) ონკოპრევენციის ცენტრისა და მარნეულის მერიის ურთიერთთანამშრომლობით უფასო სამედიცინო გასინჯვები ჩატარდა.
ასევე მოეწყო პრეზენტაცია ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის უფლებისა და ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტირებისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ.
სამედიცინო ღონისძიების ფარგლებში, მარნეულის მერიასა და უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთმოლაპარაკების, საფუძველზე გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს 10℅-იან ფასდაკლებას, მარნეულის მოსახლეობისთვის, აღნიშნულ კლინიკაში, ამბოლატორიულ მომსახურებაზე. მომსახურება გაეწევათ მსურველებს „მიმართვის ფორმის“ საფუძველზე, რომელიც გადმოეცემა მერიას. მიმართვის ფორმის აღება დაინტერესებულ მოსახლეობას „ქალთა ოთახიდან“ შეეძლებათ.
სამედიცინო აქციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერს, საქართველოს ონკოლოგიის, კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მხარდაჭერისთვის, უნივერსალური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, რემა ღვამიჩავამ, ამავე ცენტრის მეგობართა კლუბის სახელით, მადლობის სიგელი გადასცა.
სამედიცინო აქცია, ქალაქ მარნეულში კლინიკა „პროფესორში“, – “ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს” პროექტის- “ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების ამაღლება მათი სამედიცინო უფლებების, „ონკოლოგიური სიფხიზლის“ კრიტიკული მნიშვნელობის კუთხით”- ფარგლებში გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0