მარნეულში, აღმაშენებლის ქუჩისა და სოფელ ბაიდარის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

10/04/2023

გიორგი დოხტურიშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარნეულში, აღმაშენებლის ქუჩისა და სოფელ ბაიდარის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულა. ორივე პროექტი ჯამში 22 000 ბენეფიციარს მოემსახურება. დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება. ქალაქ მარნეულში აღმაშენებლის ქუჩა უკავშირდება მარნეული-ლომთაგორის საავტომობილო გზას, პროექტის ფარგლებში გაუმჯობესდება გზის ტექნიკური პარამეტრები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა საგზაო ნიშნები და სანიაღვრე სისტემა. მისი სრული რეაბილიტაციის შემდგომ, მოხდება ქალაქ რუსთავთან უმოკლესი გზით დაკავშირება. ორივე პროექტი ფინანსდება როგორც რეგიონული განვითარების ფონდის, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მათი ღირებულება ჯამში შეადგენს 2 210 068 ლარს. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები რწმუნებულთან ერთად მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ-დეპუტატმა პარლამენტში, ზაურ დარგალმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგელებმა მოინახულეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0