მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

02/03/2016

საქართველოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხს უკავშირდება, პარლამენტმა პირველი მოსმენისას მხარი არ დაუჭირა.
პლენარულ სესიაზე კენჭისყრის დროს დეპუტატ გოგა ხაჩიძის ინიციატივას, მხოლოდ 47 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი 21 დეპუტატი წავიდა.
კანონპროექტის მიხედვით, კანაფის, კანაფის ექსტრატის და ნაყენის, ასევე გამომშრალი/ნედლი მარიხუანას გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0