მარიამ ქვრივიშვილმა გორში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „გორი ინნ“-ის გახსნა

05/02/2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გორში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „გორი ინნ“-ის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. სასტუმრო „გორი ინნ“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტით სარგებლობს.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით გორში 120 ნომრიანი სასტუმრო გავხსენით, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. ყოველი ასეთი თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ობიექტი დამატებითი შესაძლებლობაა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის იმოგზაურონ საქართველოს კიდევ ერთ რეგიონში და აღმოაჩინონ ახალი ისტორიული ადგილები“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი მაღლი კლასის სასტუმრო ასევე ხელს შეუწყობს ვიზიტორთა დანახარჯებისა და ღამის თევების რაოდენობის ზრდას, რაც დადებითად აისახება ტურიზმის სექტორის დინამიკაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასტუმრო 100 ადგილობრივ ადამიანს ასაქმებს, რაც გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას. „გორი ინნ“ სასტუმროების მმართველი კომპანია Inn Group-ის ქსელს წარმოადგენს. სასტუმროს მშენებლობაში 20 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0