საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვების დაწყებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამუშაო შეხვედრის გამართვა იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკომინიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა. საუბარია საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც მართვის მოწმობებზე ქულების დაწესებას, მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას, ასევე ავტომობილების წლოვანების მიხედვით განბაჟების საფასურების შეცვლას და სხვა სიახლეების დანერგვას ითვალისწინებს. “საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობიდან პარლამენტში შემოსულია. ის საგაზაფხულო სესიაზე უნდა განვიხილოთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ მანამდე წამყვანმა კომიტეტმა სამუშაო შეხვედრის ორგანიზება გააკეთოს და მთელ რიგ კითხვაზე, რაც არსებობს, ინიციტიავის ავტორებისგან მივიღოთ პასუხი და ამის შემდეგ დავგეგმოთ, თუ როდის იქნება საკომიტეტო მოსმენა და ის იქნება, თუ არ იქნება”, – განაცხადა ტყემალაძემ. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს განსახილველად დეკემბერში წარედგინა.
მართვის მოწმობის ქულებსა და მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვის კანონპროექტზე პარლამენტი შსს-თან შეხვედრას გამართავს
12/01/2016