„მარგვეთი 2006“ ლიტვის ქალაქ ტაურაგეს საერთშორისო ტურნირზე ჩემპიონის სტატუს იკავებს. შეკრების ფარგლებში იმერული გუნდი დღეს ლიტვურ „ატმოსფეროს“ – ს დაუპირისპირდა და მეტოქეს 3 – 0 სძლია. ტურნირის ფარგლებში ზესტაფონის გუნდი რამდენიმე ნომინაციაშიც დაწინაურდა. მათ შორის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი საბა სამხარაძემ, საუკეთესო მეკარის ლუკა გოგოლაძემ, ხოლო საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი ბესარიონ ფერაძემ მოიპოვა. ლიტვური შეკრების ფარგლებში იმერულმა გუნდმა 4 შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე შეხვედრა მოგებით დაასრულა. ტურნირზე 2000 – 2001 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობდნენ.
„მარგვეთი 2006“ ლიტვის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია
01/07/2016