მანჯგალაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები სრულდება

23/04/2016

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები სრულდება. როგორც prof-news-ს თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნულ მონაკვეთზე სანიაღვრე სისტემა არ არსებობდა, რაც წვიმიან ამინდში გზის ნაწილის დატბორვას იწვევდა და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას წლების განმავლობაში უქმნიდა.

მერიის ინფორმაციით, პარალელურად სრულდება მანჯგალაძის I შესახვევის რეაბილიტაციაც, სადაც გზა 30 წელზე მეტია არ გაკეთებულა. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი 1100 კვ/მ ფართობზე დაიგო, რეაბილიტაცია ტროტუარებს ჩაუტარდა და ბორდიურები მოეწყო. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვალა.

მანჯგალაძის ქუჩის მოსახლეობას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია შეხვდა და სამუშაოები დაათვალიერა.

„სულ მცირე წვიმის დროსაც მანჯგალაძის ქუჩა მთლიანად იტბორებოდა, შესაბამისად აქ განხორციელებული სანიღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კაპიტალური სამუშაოები ჩავატარეთ პირველ შესახვევშიც, როგორც მიწისქვეშა კოუნიკაციების, ისე მიწისზედა სამუშაოები და მოხარული ვარ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დღეიდან აქვს შესაძლებლობა, მოწესრიგებულ გარემოში იცხოვროს’’, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0