მანანა ნარიმანიძე კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

04/11/2021

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ რეგიონალური საზედამხედველო შპს “მშენ-ექსპერტის“ და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. მონიტორინგის მიზნით, შეხვედრაზე განხილულ იქნა მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და შეფასდა განსახორციელებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში ხორციელდება 20-მდე სხვადასხვა მიმართულების პროექტი.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მიმდინარეობს:
სოფელ მჭადიჯვარში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა;
სოფელ ოძისის სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობა;
ქ.დუშეთის N3 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა;

ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის მხარდაჭერისათვის:
ქ.დუშეთში შენდება სპორტკომპლექსი;
ქ.დუშეთის კარიაულთ დასახლებაში მიმდინარეობს მინი-სტადიონის მოწყობა; – სოფელ ჩანადირთკარში მინი-სტადიონის რეაბილიტაციის სამუშაოები;
დაბა ჟინვალში მიმდინარეობს მინი-სტადიონის რეაბილიტაცია;

ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით:
სოფელ ოძისში მიმდინარეობს შიდა სასოფლო (დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმთან მისასვლელი) გზის
რეაბილიტაცია-მოასფალტება და გარე განათების მოწყობა;
სოფელ ლაფანაანთკარი-აბანოსხევის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია;
სოფელ ჭართალში სანიაღვრე არხის მოწყობა;
სოფელ ბაზალეთთან არსებული დევნილთა დასახლებისაკენ მისასვლელი გზის და ეზოების მოასფალტების სამუშაოები;
ქ.დუშეთში ბექაურის ქუჩის მოასფალტება;
ქ.დუშეთში ბაჩანას ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე ხევზე ნაპირსამაგრის მოწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0