მამუკა ბახტაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელს შეხვდა

28/02/2018

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელმა, ვერა დე კოსტა ე სილვამ ფინანსთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასრულებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომლის საფუძველზეც თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთები ბოლო წლებში ეტაპობრივად გაიზარდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, საქართველოში 14%-ით არის შემცირებული თამბაქოს მოხმარება (რეალიზებული თამბაქოს რაოდენობა), რაც სრულად შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან.
ასევე, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ქვეყნის შიგნით და ეკონომიკურ საზღვარზე, მიმდინარეობს ღონისძიებები კონტრაბანდული უაქციზო საქონლის უკანონო ბრუნვის გამოვლენა-აღკვეთისა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0