მამუკა ბახტაძე შერეული ორთაბრძოლების უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ქართველ სპორტსმენს შეხვდა

29/09/2018

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შერეული ორთაბრძოლების უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ქართველ სპორტსმენს, მერაბ დვალიშვილს შეხვდა. მერაბ დვალიშვილი ერთადერთი მებრძოლია, ვინც აშშ-ში, შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატის (UFC) უმაღლეს ლიგაში ქართული დროშით ასპარეზობს. ბოლო გამარჯვება მან 15 სექტემბერს მოიპოვა, როცა რთულ ორთაბრძოლაში ამერიკელი მეტოქე, ტერიან უორი დაამარცხა.
მამუკა ბახტაძემ მერაბ დვალიშვილს დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველი სპორტსმენის წარმატებული ასპარეზობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისათვის. მერაბ დვალიშვილი პრემიერს თავისი სპორტული კარიერისა და მიღწეული შედეგების შესახებ ესაუბრა. მთავრობის მეთაურმა ქართველ სპორტსმენს შემდგომი წარმატება უსურვა და თავის მხრივ, კვლავაც გულშემატკივრობა და მხარდაჭერა აღუთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0