მამუკა ბახტაძე, საქართველოსა და სომხეთში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელს შეხვდა

23/05/2019

საქართველოსა და ბრიტანეთს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები იყო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საქართველოსა და სომხეთში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელ მარკ პრიჩარდის შეხვედრის მთავარი თემა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და სავაჭრო კავშირების გაღრმავების პერსპექტივებს. განიხილეს საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის პოზიციონირების საკითხი. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე და ბრიტანული კომპანიების მზარდ ინტერესზე საქართველოს მიმართ. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული რეფორმები. ბრიტანულმა მხარემ დადებითად შეაფასა ეკონომიკის მინისტრის ინვესტიციებზე პასუხისმგებელი მოადგილის თანამდებობის შემოღება, რომელიც ინვესტორებთან ერთი ფანჯრის პრინციპით იკონტაქტებს.
საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, განათლების ხარისხის ამაღლებას და ადამიანური კაპიტალის განვითარებას ემსახურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0