მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე სპორტული მარათონი მოეწყო. ღონისძიებაში სხვადასხვა საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას და მას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდა. ის მარათონის მონაწილეებს მიესალმა და დაჯილდოვების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა. ვაჟებს შორის გამარჯვებული კლდეეთის, ხოლო გოგონებს შორის გამარჯვებული ცხენთაროს საჯარო სკოლის მოსწავლე გახდა.
მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე სპორტული მარათონი მოეწყო
05/04/2017