მაკა ჩიჩუამ საქართველოში სტუმრად მყოფ ირანელ მხატვარს უმასპინძლა

02/05/2017

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ საქართველოში სტუმრად მყოფ ირანელ მხატვარს ნარგეს აღაჰოსეინს უმასპინძლა.
ქალბატონებმა საქართველოსა და ირანს შორის არსებულ კულტურულ კავშირებზე და მათი სამომავლო გაღრმავების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.
ნარგეს აღაჰოსეინმა თბილისში ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გამართა, რომელიც ქალებს მიუძღვნა.
როგორც ირანელმა სტუმარმა აღნიშნა, ხელოვნების მეშვეობით სურდა გამოეხატა სოლიდარობა ქალების მიმართ, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი არიან და პოლიტიკურ თუ სოციალურ დისკრიმინაციას განიცდიან.
ნარგეს აღაჰოსეინმა მაკა ჩიჩუას ამავე თემატიკაზე შესრულებული საკუთარი ნამუშევარიც უსახსოვრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0