მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკისა და კლიმატის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს სვენ გიგოლდს შეხვდა

Wednesday May 8th, 2024

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკისა და კლიმატის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს სვენ გიგოლდს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობებზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერაზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და მოლოდინებზე, საქართველო- ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, პოლიტიკური დიალოგის და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების აქტიურ მნიშვნელობაზე. სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0