მაკა ბოჭორიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავალ ლიდერთა ჰაბის” წარმომადგენლებს შეხვდა

Thursday April 11th, 2024

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავალ ლიდერთა ჰაბის“ 30-მდე წარმომადგენელს შეხვდა. ახალგაზრდებთან შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თანამშრომლობის ისტორია და მიმართულებები, ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორია მიმოიხილა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე და ასევე, არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, საქართველოსთვის ევროპული საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბერის გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობაზე და კანდიდატის სტატუსის მინიჭებით შექმნილ ახალ პერსპექტივებზე ისაუბრა. შეხვედრისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დისკუსიის ფარგლებში, ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0