მაიაკოვსკის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

01/09/2016

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მაიაკოვსკის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ბაღში დაიგო ქვაფენილი, მოეწყო ბორდიურები, განახლდა შადრევანი და სხვლა-ფორმირება ჩაუტარდა მრავალწლოვან ხეებს.
დიდუბის რაიონის გამგეობამ ბაღში ასევე მოაწყო საბავშვო გასართობი კუთხე. იწყება რულონური გაზონის დაგება.
„მაიაკოვსკის ბაღის აღდგენა ამ წლის გაზაფხულზე დავიწყეთ. მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა ამ პროექტის განხორციელებას. სკვერი აღდგება მთლიანად, ეწყობა მწვანე საფარი, ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი, რომელიც თითქმის დასრულებულია, კეთდება ასევე სარწყავი სისტემა. შემოდგომისთვის აქ დაირგვება მცენარეები. უახლოეს ორ კვირაში დასრულდება ყველა ძირითადი სამუშაო“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
სკვერის რეაბილიტაციისათვის 480 ათასი ლარი დაიხარჯება და სამუშაოები 15 სექტემბერს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0