“მაესტროს” ახალი გენერალური დირექტორი ზურაბ ნაყეური იქნება. ახალი დირექტორი არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ “მაესტროს” ჟურნალისტებს წარუდგინა.
გია გაჩეჩილაძე “მაესტროს” გაფიცულ თანამშრომლებს დღეს შეხვდა.
როგორც ცნობილია, დღეს ეთერში არ გასულა არხის საინფორმაციო გამოშვება “კონტაქტი” 12:00 საათზე, ასევე “ბიზნეს კონტაქტი”. თანამშრომლებმა აღნიშნულის მიზეზად არხზე შექმნილი რთული ფინანსური, ტექნიკური და მმართველობითი პრობლემები დაასახელეს.
გია გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ეთერი დღეს აღდგება, ხოლო შეფერხებები ტექნიკურ მიზეზებს უკავშირდება.
“ჩვეულებრივი სამუშაო სიტუაციაა. დღეს მივედით გადაწყვეტილებამდე და შევთანხმდით ორივე მხარე, გაგრძელდეს ჩვეულებრივ მუშაობა. მათ ჰქონდათ გარკვეული კითხვები, რაზეც მიიღეს პასუხი. ხვალ გაიმართება დამფუძნებელთა კრება. ხვალ გაჟღერდება ყველა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული “მაესტროსთან” დაკავშირებით”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.