ახმეტის მუნიციპალიტეტში მეგობრული ვიზიტით იმყოფებიან ლიტვისა და ლატვიის წარმომადგენლები. სტუმრები ახმეტის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს, მუნუციპალიტეტის გამგებელს ბექა ბაიდაურსა და გამგეობის სხვა თანამდებობის პირებს შეხვდნენ.
მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს დამეგობრებულ მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებზე.
შეგახსენებთ, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტს ლიგატნესა და პანევეჟისის მხარესთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს გამოცდილების გაცვლას ისეთ სფეროებში როგორიცაა: სოციალური საკითხები, კულტურა, სპორტი, სოფლის მეურნეობა და სხვა.
ლიტვისა და ლატვიის დელეგაციის ვიზიტი ახმეტის მუნიციპალიტეტში
29/07/2016