საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ა(ა)იპ კავშირი „პოეზიის მეგობართა კლუბი“, საქართველოს რეგიონებში ახორციელებს საგანმანათლებლო-ლიტერატურულ პროექტს „ცოცხალი წიგნები“.
ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში თანამედროვე ქართველი მწერლები :ეთერ თათარაიძე, ამირან არაბული, მარსიანი-გია ბენიძე, ზაზა ბიბილაშვილი და რობერტ მესხი ფოთს სტუმრობდნენ . შეხვედრა კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა,რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მწერლები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას.
პროექტის ხელმძღვანელია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, ქეთევან დუმბაძე, კოორდინატორი, პოეტი მარიამ წიკლაური. ეს პროექტი გასულ წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება. შარშან, საზოგადოების გამოკითხვის საფუძველზე, “ცოცხალ წიგნებს” წლის საუკეთესო პროექტის სახელი მიენიჭა. პროექტში 80-მდე ავტორია ჩართული.