ლეჩხუმში რთველის პროცესი აქტიურ ფაზაშია

22/10/2021

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან და რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ლეჩხუმის რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან ერთად, სოფელ ორბელში, ყურძნის მიმღებ პუნქტზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ამჯერად მიმდინარეობს ყურძნის ჯიშის, “ცოლიკოურის” მიღება. ადგილზე იმყოფებიან კომპანია “აკურას” და სახელმწიფო მარნის წარმომადგენლები. არსებულ ლოკაციებს – ორბელი, სპათაგორი, ქვედა ცაგერი, ჭალისთავი და ბარდნალა, დაემატება ყურძნის მიმღები კიდევ რამდენიმე ლოკაცია სოფლებში – ჩხუტელში, წიფერჩსა და ლასურიაშში და “ცოლიკოურის” მიღების შემდეგ რთველი “ოჯალეშის” და “უსახელოურის” რეალიზაციით გაგრძელდება. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მოწეული ყურძნის ჩაბარება ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მევენახეობის კადასტრის ამონაწერის საფუძველზე ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0