საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოს რეგიონებში 2021 წელს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო გეგმები. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები ილია ბეგიაშვილი, კობა გაბუნია, სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი ქეთევან ახვლედიანი და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია.
ლერი ბარნაბიშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრა გამართა
01/04/2021