“მინდა გაცნობოთ სასიხარულო ამბავი, ლენტეხში დაინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. პირველადი შედეგი ასევე უარყოფითია მის მცირეწლოვან შვილთანაც, დღეს იქნება განმეორებითი ტესტირების შედეგი და იმედია, მამა-შვილი ერთად დატოვებენ კლინიკას. მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დროული რეაგირებისთვის,
ექიმებს, ეპიდემიოლოგებს, რომლებიც ვირუსის დაფიქსირებისთანავე ყველა შესაძლო კონტაქტზე დროულად გავიდნენ და შემხებლობაში მყოფი ყველა პიროვნება მკაცრ თვითიზოლაციაში ამყოფეს. მადლობა ლენტეხის მოსახლეობას, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის. განსაკუთრებული მადლობა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებს, რომლებიც დღე და ღამე იცავდნენ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას. იმედია, ჩვენი ქვეყანა მალე დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს”- არჩილ ჯაფარიძე.
ლენტეხში დაინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა
26/04/2020