ლენტეხის მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

30/06/2022

ლენტეხის მუნიციპალიტეტში მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ჩასხმულია კოშკისა და მაჩუბის საძირკვლი (ფუნდამენტი) და მიმდინარეობს კედლების ამოყვანა-მოპირკეთების სამუშაოები. მიმდინარე სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ლევან ლიპარტელიანთან ერთად ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა კოშკი-მაჩუბით, გაკეთდება ალაყაფის კარი, კეთილმოეწყობა სკვერი, ავტოსადგომი, საპირფარეშოები, ფანჩატური-მოსასვენებელი ადგილი და გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია. პროექტი 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2022 წლის აგვისტოს თვეში იგეგმება. ამ ეტაპისთვის შესრულებულია სამუშაოების 50%.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0