ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

12/11/2021

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა მიმდინარე პროექტები, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად მოინახულა. ლენტეხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს გზების ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები. ჩიხარეშის თემში: სოფ. ნაცული, მელე (მანკვიშერის უბანში) სასოფლო გზის რეაბილიტაცია, ხოლო ჩიხარეშში, ახალშენში და ლაშხარაშში ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი მუნიციპალიტეტის დაკვეთით რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. საგზაო სამუშაოებს შპს “გამა+” ასრულებს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მომდევნო წელსაც გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0