სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ თურქულ კლინიკა ,,MEDICAL PARK’’-ის წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიცინის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მიზნად ისახავდა ზუგდიდში ,,MEDICAL PARK’’-ის საკონსულტაციო ცენტრის გახსნას, რომელსაც თვეში ერთხელ თურქი ექიმები ეწვევიან და პაციენტებს უფასო კონსულტაციებს გაუწევენ. პაციენტები, ასევე 20%-ნი ფასდაკლებით ისარგებლებენ თურქეთის სამედიცინო ცენტრში, სხვადასხვა მომსახურებებზე.
დელეგაციას ნათია კვანტალიანი ხელმძღვანელობდა, რომლის შემადგენლობაში კლინიკის გენერალური დირექტორი აბდულაჰ ჯანთურქი და თურქი ექიმები შედიან. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შ.პ.ს. გამანჯასაღებელი ტურიზმი ,,ლიზი’’-ს დამფუძნებელი ნანა გაგნიძეცაა, რომელიც ,,MEDICAL PARK’’-ში მუშაოს და ქართველ პაციენტებს კონსულტაციებსა და სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებას ფასდაკლებით უწევს.
,,MEDICAL PARK’’-ი თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელია, რმელიც მოიცავს 33 სამედიცინო ცენტრს და სპეციალიზირებულია ავადმყოფების კომპლექსურ რეაბილიტაციაზე.
ლევან შონიამ თურქულ კლინიკა ,,MEDICAL PARK’’-ის წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა
02/12/2017