თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ნატო- საქართველოს სხდომის დაწყებამდე შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მინისტერიალის ფარგლებში, რომელთანაც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ტარდება. იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანიობის მიმართ.
ლევან იზორია იენ სტოლტენბერგ შეხვდა
16/02/2017