დაიწყო მხარის გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილის შეხვედრები რეგიონის მუნციპალიტეტების თემების მოსახლეობასთან. 22 იანვარს, გუბერნატორი ესტუმრა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს. ლევან ზაუტაშვილმა მოსახლეობას გააცნო მიმდინარე და მომდევნო წლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და მათთან ერთად დაათვალიერა უკვე დაწყებული სამუშაოების მიმდინარეობა. გუბერნატორი თვლის, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები, ინდივიდუალურად თითოეულ თემთან, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილებზე არსებულ სიტუაციაში უკეთ გასარკვევად და შესაბამისად, ძალიან წაადგება, ოპტიმალურ ვადებში, სხვადასხვა ხასიათის პრობლემების გადაჭრას.
ლევან ზაუტაშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
23/01/2018