ლევან ვარშალომიძის სარფში გადმოსვლას მცირე ინციდენტი მოჰყვა

03/07/2016

სარფში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის შემოსვლას მცირე ინციდენტი მოჰყვა.
სარფის საზღვარზე ვარშალომიძეს მოქალაქე მერაბ ღოღობერიძე ელოდებოდა, რომელმაც მისი დანახვისთანავე ხმაური ატეხა. პოლიციამ ღოღობერიძე საზღვრის შენობაში დააკავა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ლევან ვარშალომიძემ საზღვარი უკვე გადმოკვეთა. მას სარფში მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი დახვდა. სარფში შეკრებილ მხარდამჭერებს ლევან ვარშალომიძემ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ „გამარჯვების დრო დადგა“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0