ლევან დავითაშვილმა, საჩხერის მუნიციპალიტეტში, სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის თანამედროვე სტანდარტის ოფისი გახსნა

06/10/2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საჩხერის მუნიციპალიტეტში, სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის თანამედროვე სტანდარტის ოფისი გახსნეს. ახალი ოფისი ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებით არის აღჭურვილი. შენობაში განთავსებულია სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაც, სადაც შესაბამისი კვლევები ჩატარდება. სტუმრებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკაც დაათვალიერეს და საჩხერის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს, ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ვაქცინაციას სხვადასხვა დაავადებაზე, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას მავნებლებისგან, საექსპორტო პროდუქციის სერტიფიცირებას.
საჩხერეში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის უფროსი ირაკლი გულედანი და საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე ესწრებოდნენ. მიმდინარე წელს სურსათის ერვნული სააგენტოს ახალი ოფისი უკვე გაიხსნა აბაშის მუნიციპალიტეტში. თანამედროვე სტანდარტების ოფისების გახსნა იგეგმება ფოთსა და მესტიაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0