ლევან დავითაშვილმა კომპანია „ზეარის“ საწარმო დაათვალიერა

Saturday March 25th, 2017

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ღვინისა და ჭაჭის მწარმოებელი კომპანია „ზეარის“ საწარმო დაათვალიერა. მინისტრი ადგილზე გაეცნო კომპანიის ასორტიმენტს და საწარმოში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა. როგორც მინისტრმა, აღნიშნა ქართული საწარმოების სიმრავლე და მათი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის. კომპანია „ზეარის“ – 2012 წელს დაარსდა. კომპანიაში დასაქმებულია 100 ადამიანი და ექსპორტზე პროდუქცია ჩინეთში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, ჩეხეთში, ესპანეთსა და ყაზახეთში გააქვს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0